Coxatauris municipaliteti soflebi - sameba |
სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების თემში (სოფლები: ამაღლება, სამება). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მის მარჯვნივ, გურიის სერის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფლის უმაღლესი წერტილია მთა სამება (522 მ). სოფელში არის საჯარო სკოლა.
istoria
სოფლის სასაფლაოზე იდგა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც წყაროებში 1871 წლიდან იხსენიება. ტაძარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. სასაფლაოზე დაკრძალულია იუნკერი მაკარ ბურჭულაძე. მის საფლავზე აღმართულია მემორიალური დაფა და ობელისკი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მოქმედებდა წვრილი საკედლე ბლოკების საამქრო, სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, საავადმყოფო. ძველი ტაძრის ადგილზე აგებულია ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 475 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1908 |
675 |
|
|
1911 |
1144 |
|
|
2002 |
536 |
260 |
276 |
2014 |
475 |
232 |
243 |
|